Aa Aa
22 იანვარი 2021  |  20:10

"დამიკავშირდი შეგვიძლია ერთად ვივარჯიშოთ" - ერთი ფოტოს ისტორია

2014 წელს, ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ამერიკელ დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა. იმ საღამოს, ღონისძიებაზე კიდევ ერთ ბიჭს უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმის გამო უარის თქმა მოუწია...

გამარჯვების შემდეგ, მაკგრეგორი ლას-ვეგასში MGM Grand დარბაზის გასახდელში ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდა, რასაც ინტერნეტსივრცეში მათი მეგობრული ფოტოს გავრცელება მოჰყვა. 6 წლის წინ, ეს არავის უკვირდა, მებრძოლებს ერთი და იგივე სპონსორი ჰყავდათ და ფიქრობდნენ, ერთმანეთის სპარინგ პარტნიორებიც გამხდარიყვნენ. იმ დროისთვის "არწივის" ანგარიშზე UFC-ში გამართულ 5 ბრძოლაში მოპოვებული 5 გამარჯვება იყო.

პორიესთან ჩხუბამდე 17 დღით ადრე, კონორმა Dethrone-თან გააფორმა კონტრაქტი, სადაც დაღესტნელი მებრძოლიც იმყოფებოდა. ღონისძიების შემდეგ, ხაბიბმა სოციალურ ქსელში დაპოსტა - „მომწონს ეს მაისური - მე ის მჭირდება!“. რის შემდეგაც მებრძოლებს შორის დიალოგი შედგა:

კონორი : „ხაბიბ ! მეგობარო !“

ხაბიბი: „ჰეი კონორ, ვეგასში ვარ. გამაგებინე, როდის იქნები აქ. მსურს, რომ ეგ მაისური მომცე.“

კონორი : „მოდი, ასე გავაკეთოთ ძმაო. ვეგასში ხვალ ჩამოვალ. დამიკავშირდი, შეგვიძლია ერთად ვივარჯიშოთ.“

როგორც ჩანს, 16 დღის განმავლობაში მებრძოლებს ერთმანეთი არ უნახავთ და მათი შეხვედრა ბრძოლის შემდეგ გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ხაბიბმა გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით - „კონორ მაკგრეგორი არაჩვეულებრივი გამარჯვების შემდეგ ! - საშიში ლაწირაკი!“

 

აღსანიშნავია, რომ დაუმარცხებელ ჩემპიონს ეს სურათი "ინსტაგრამზე" დღემდე უდევს. გულშემატიკვრები კი კვლავ აგრძელებენ კომენტარების დატოვებას. ყველას ერთი რამ აინტერესებს - ივარჯიშეს თუ არა მებრძოლებმა ერთად.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში