“ხელებაწეული, შეშლილი სახით გავრბოდი” - დი კანიო რომაული დერბის სიგიჟეებზე
Aa
Aa

“ხელებაწეული, შეშლილი სახით გავრბოდი” - დი კანიო რომაული დერბის სიგიჟეებზე

პაოლო დი კანიო - „ლაციოს“ ფანატი და ფეხბურთელი. ბიოგრაფიულ წიგნში თავის პირველ რომაულ დერბის მთელი თავი მიუძღვნა. გადავინაცვლოთ 1989 წელს და შევიგძნოთ მისი ემოციები.

5 დერბიში თამაში მომიწია. ტურინულს ისტორიული ფესვები აქვს, მილანური, ალბათ, საუკეთესოა, თავისი ხარისხიანი დაპირისპირებებით. "ვესტ ჰემის" რიგებში კი „არსენალთან“, "ჩელსისთან“ და „ტოტენჰემთან“ გამართულ შეხვედრებში თავს ვიკლავდით.

თუმცა, რომაული დერბი უნიკალურია! ეს სიმართლეა, “რომასა" და “ლაციოს“ ტიფოზები უფრო განიცდიან დერბის შედეგებს, ვიდრე სერია A-ს ცხრილს. ერთ წელს "იუვენტუსთან“ ჩემპიონობისთის ვიბრძოდით და „იუვე“-„რომას“  დაპირისპირების დროს, „ლაციალეს“ ფანები ტურნილებისკენ იყვნენ. ბევრისთვის „რომას“ წაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტიტული.

1989 წელს, პირველ დერბიმდე თავს ვიკავებდი და ვცდილობდი, ნერვიულობა არ შემეჩნია, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მოედანზე გასვლის დროს გული ამოვარდნაზე მქონდა. ისეთი ხმაური იყო, მხრებზე ვგრძნობდი მატჩის მნიშვნელობას. ჩემ გვერდზე რუბენ სოსა იდგა და ახლაც მახსოვს, როგორ უცახცახებდა ტუჩები. მან ვერაფერი მითხრა. ფანატობის დროს ვერც კი ვხდებოდი, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ფეხბურთელზე.

ლაციოს ფანებმა მატჩის დაწყებამდე დიდი მოზაიკა გააკეთეს. ეს იყო თეთრი გული ცისფერ ცაზე - 100% „ლაციოს“ ფერები. წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი გრძნობაა, როდესაც ასეთ მატჩში მინდორზე გასვლა გიწევს.

გავიდა 25 წუთი, „რომას“ ნახევარზე გამთამაშებელმა ანტონიო ელია ასერბისმა ბურთი მიიღო. მან პასი გაუკეთა სოსას, რომელიც ზურგით იდგა და გამჭოლი პასი გაკეთება გადაწყვიტა. მე საჯარიმოში შერბენა გადავწყვიტე. დავინახე, რომ ბურთი მცველებს - ფრანკო ტანკერდისა და სებასტიან ნელას აცდა და ერთი შეხებით ძლიერად დავარტყი. მეკარეს აღების შანსი არ ჰქონდა. გავრბოდი და გავრბოდი Curva Sud-ის მხარეს, სადაც „რომას“ ფანები ისხდნენ. ხელი მაღლა მქონდა აწეული, სახე კი შეშლილი. 

ეს არ იყო დაგეგმილი. ეს ყველაფერი გულიდან მოდიოდა. როდესაც მსგავსი გოლი გაგაქვს, სიხარულიც ბუნებრივია და თუ შენ ემოციური ხარ, როგორც მე, ეს ყველაფერი ორმაგდება. მიხარია, რომ „სელტიკში“ ასპარეზობის დროს მსგავსი რამ „აიბროქსზე“ არ გამიკეთებია. იმიტომ, რომ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.

გატანილი გოლით, 19 წლის ბიჭი, რომელსაც“ლაციოს“ რიგებში მეცხრე მატჩს ატარებდა. მივხვდი, რომ „ლაციალეს“ გულშემატკივრების გულში მთელი ცხოვრება ვიქნებოდი. ახლაც, როდესაც ამ გოლს ვიხსენებ, ტანში ჟრუანტელი მივლის. გეფიცებით, იმ მომენტში რომ დამესრულებინა კარიერა, მაინც ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი. სიხარული ისეთი დიდი იყო, რომ აღარ ვფიქრობდი, შევეხებოდი თუ არა კიდევ ბურთს.

მატჩი 1:0 მოვიგეთ. სეზონში მხოლოდ ის ერთი გოლი გავიტანე, მაგრამ მედია და გულშემატკივრები დადებითი ემოციებით მანებივრებდნენ. მათ ძალიან ვუყვარდი, რადგან ჩემგანაც იგივეს გრძნობდბენ. მე ვიყავი ჩემი ქალაქის გმირი, ადგილობრივი ბიჭუნა, რომელიც მაღლა და მაღლა მიდიოდა. მიყვარდა ის თეთრი და ცისფერი ფერები, როგორც მათ", -იხსენებს პაოლო დი კანიო.

2004 წელს, დი კანიო ინგლისიდან "ლაციოში“ დაბრუნდა. 2005 წლის იანვარში კი მან „რომას“ კვლავ გაუტანა- ანგარიში გახსნა, ხოლო „ლაციომ“ მეტოქე 3:1 დაამარცხა. 

დამატებულ წუთებზე პაოლო შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე „ლაციოს“ ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები