იდრისა გეიე
Aa
Aa

„ამ ქცევას არაფერი ამართლებს“ | გეიემ ევერტონსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუპირისპირდა. მატჩის მე-13 წუთზე „კანფეტების“ ფეხბურთელმა, იდრისა გეიემ უცნაური წითელი ბარათი მიიღო. „ევერტონის“ ნახევარმცველმა თანაგუნდელ მაიკლ კინს სილა გააწნა და მოედნიდან ამის გამო გააძევეს.

მატჩის შემდეგ გეიემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა: „მინდა, ჩემს თანაგუნდელს, მაიკლ კინს ბოდიში მოვუხადო. ჩემი ქცევის გამო სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ბოდიშს ვუხდი თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, გულშემატკივრებსა და კლუბს.

მომხდარი არ ასახავს იმას თუ როგორი ადამიანი ვარ და რა ღირებულებებს ვატარებ. ემოციების გამძაფრება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთ ქცევას არაფერი ამართლებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი რამ არასდროს გამეორდეს.“

საინტერესოა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში გეიე პრემიერ ლიგაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც თანაგუნდელთან კონფლიქტის გამო გააძევეს. მსგავსი რამ ბოლოს 2008 წელს მოხდა. მაშინ „სტოკის“ მოთამაშემ, რიკარდო ფულერმა თანაგუნდელ ენდი გრიფინს დაარტყა. მან წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი ძალიან მოსაწყენია, მე კი ხალხს სანახაობას ვთავაზობ“ - ილია თოფურია
„მახაჩევი ძალიან მოსაწყენია, მე კი ხალხს სანახაობას ვთავაზობ“ - ილია თოფურია