მოჰამედ სალაჰი, უეინ რუნი, არნე სლოტი
Aa
Aa

„სლოტმა სალაჰი სკამზე უნდა დასვას“ - რუნიმ ეგვიპტელი გააკრიტიკა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰი სათადარიგოთა სკამზე უნდა დასვას.

„მე რომ სლოტის ადგილზე ვიყო, ამ რთულ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი და ეს მთელ გუნდზე აისახებოდა. სალაჰი გუნდს დაცვაში არ ეხმარება. თუ ახალწვეული ფეხბურთელი სკამზე ზის და ხედავს, რომ სალაჰი არ დარბის - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოჰამედმა კლუბისთვის გააკეთა - რა დასკვნას გამოიტანს ის სლოტის მიდგომასთან დაკავშირებით?“

არნე სლოტს დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი, რათა „ლივერპულმა“ თავისი თამაში და მოგებები დაიბრუნოს. ასეთი ცუდი შედეგების ფონზე გახშირდა საუბრები იურგენ კლოპის დაბრუნებაზე. ასეთი რამ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ მომხდარა - როდესაც გუნდს დევიდ მოიესი ან ლუი ვან გალი წვრთნიდნენ, გამუდმებით ისმოდა საუბრები სერ ალექსის დაბრუნებაზე. სლოტი კლოპის დონეზე არაა და „ლივერპულის“ გულშემატკივრები ამ ფაქტს უნდა შეეგუონ“.

ცნობისთვის, ბოლო 11 მატჩში „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე 8 მატჩი წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. პრემიერლიგაში „წითლები“ მე-12 ადგილზე არიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სლოტის გუნდი 3 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი და 3 ასისტი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სჯობს შენ საქმეს მიხედო“ - რუნიმ ვან დაიკს უპასუხა
„სჯობს შენ საქმეს მიხედო“ - რუნიმ ვან დაიკს უპასუხა