მოჰამედ სალაჰი, ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

„ხმას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ახალი კონტრატი სჭირდება“ - კარაგერი სალაჰზე

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა გუნდის ლიდერს, მოჰამედ სალაჰს მიმართა და საჯაროდ გააკრიტიკა. ეგვიპტელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნოტინგემთან მატჩის (0:3) შემდეგ ვირჯილ ვან დაიკი გამოვიდა და ისაუბრა, როგორც ეს გუნდის კაპიტანს შეეფერება. ასეთი მარცხების შემდეგ ვირჯილი ყოველთვის გამოდის და ლაპარაკობს. ეს კაპიტნის ვალია, მაგრამ გასახდელში სხვა ფეხბურთელებიც უნდა იყვნენ, რომლებიც კლუბის სახელით საუბრობენ.

ერთი წლის წინ მოჰამედ სალაჰი არ ერიდებოდა თავის მდგომარეობაზე საუბარს და იმაზე, რომ კლუბი მას კონტრაქტს არ სთავაზობდა. მე სალაჰის ხმა მხოლოდ მაშინ მესმის, როცა მას მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ ან ახალი კონტრაქტი სჭირდება.

მინდა, რომ სალაჰი, ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი და ლეგენდა, გამოვიდეს და გუნდის სახელით გააკეთოს განცხადება“,

– თქვა ჯეიმი კარაგერმა.

„მერსისაიდელები“ ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში 12 ტურის შემდეგ, 18 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები