იორიკირი - ტოჩინოშინის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

იორიკირი - ტოჩინოშინის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება

2021 წლის პირველი სუპერტურნირის, ''ჰაცუ ბაშოს“ მე-13 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იყო. ლევან გორგაძე თავიდანვე უპირატესობას ფლობდა და მეტოქე ძალიან დამაჯერებლად, იორიკირის ილეთით, დაამარცხა.

დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად, ტოჩინოშინისთვის მიმდინარე ''ჰაცუ ბაშო'' ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს, მან მხოლოდ 4 ბრძოლა მოიგო და 9-ჯერ დამარცხდა.

სუპერტურნირის მე-14 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა აკისეიამა იქნება. ეს იქნება მათი პირველი დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები