Aa Aa
21 იანვარი 2021  |  20:29

რომან დოლიძის სპარინგ პარტნიორი იპოვეს და დააპატიმრეს!

რუსული გამოცემა sports.ru მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. MMA-ს ბელარუსი მებრძოლი ალექსეი კუდინი, რომელიც ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის სპარინგ პარტნიორია მოსკოვში დააკავეს.

კუდინი 12 აგვისტოს მინსკში საპროტესტო აქციაზე შენიშნეს და სწორედ მაშინ დააკავეს. მიუხედავად ამისა, ბელარუსი სპორტსმენი განმარტავდა, რომ აქციაში მონაწილეობას არ იღებდა. ალექსეის ბრალად პოლიციელზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა ედება, ეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს და 12 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს, მაგრამ კუდინი არ გამოცხადდა. პოლიციამ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ალექსეი დღეს მოსკოვში დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მომავალი ელის დოლიძის სპარინგ პარტნიორს.

 

გაზიარება:

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში