თურქული მედია: კვარაცხელია ფათიჰ თერიმის ერთ-ერთი სამიზნეა
Aa
Aa

თურქული მედია: კვარაცხელია ფათიჰ თერიმის ერთ-ერთი სამიზნეა

თურქულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ‘‘გალათასარაის’’  19 წლის ქართველი შემტევის გადაბირება შესთავაზეს. სტამბოლური კლუბი გაძლიერებაზე ფიქრობს და სავარაუდო შენაძენთა შორის კვარაცხელიას გვარიც ფიგურირებს. ინფორმაციას Ajansspor-ის ჟურნალისტი ბურჰან ჩან თერზი ავრცელებს.

ხვიჩას თურქულ კლუბში გადასვლის შესახებ გასული წლის ოქტომბერში ნაკლებად ავტორიტეტული რუსული metaratings-ი იუწყებოდა, რომლის მიხედვით კვარაცხელიას გადაბირების სურვილი პირადად ''გალათასარაის'' მთავარ მწვრთნელს, თურქული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ფათიჰ თერიმს ჰქონდა, თუმცა თურქული მედიის მხრიდან ქართველის თაობაზე ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა, რაც ‘‘გალათასარაის’’ მხრიდან დაინტერესებას უფრო რეალურს ხდის, თერიმი ქართველ ტალანტს უმიზნებს.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ კვარაცხელია გერმანულ და იტალიურ კლუბებს დაუკავშირა. გაიჟღერა დორტმუნდის, მილანისა და იუვენტუსის ვარიანტებმა, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კვარაცხელიას გაყიდვა სეზონის დასრულების შემდეგაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყაზანის ‘’რუბინი’’ კვარაცხელიას გაყიდვას რუსულ კლუბებში არ აპირებს და ფეხბურთელის სურვილიც ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში შესაძლებლობების დამტკიცებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები