Aa Aa
20 იანვარი 2021  |  12:34

მე-8 მარცხი - ტოჩინოშინმა "ჰაცუ ბაშოზე" უარყოფითი ბალანსი გაიფორმა

"ჰაცუ ბაშოს" მე-11 დღეს ლევან გორგაძე კომოსუბი მიტაკეუმის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

„ტოჩიმ“ ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო და ტაჩიაის შემდეგ წონასწორობა დაკარგა, რის შემდეგაც მიტაკეუმიმ მარტივი გამარჯვება გაიფორმა.

ლევანი და მიტაკეუმი დღვანდელ დღემდე ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან ქართველმა 8-ჯერ გაიმარჯვა.

ამრიგად, ტოჩინოშინმა მე-8 მარცხი იწვნია და დადებითი ბალანსის გაფორმების შანსი დაკარგა. მომდევნო ტურნირზე მას რანგით დაქვეითება ელის.

ტურნირის მე-12 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელსაც დადებითი ბალანსის გაფორმების შანსი უკვე დაკარგული აქვს. გორგაძე მას ჯამში 10-ჯერ შეერკინა - 5-ჯერ გაიმარჯვა და 5 მარცხი იწვნია.

არის დიდი შანსი, რომ გორგაძემ ტურნირზე გამოსვლა შეწყვიტოს და დრო მუხლის ტრავმის მოშუშებას დაუთმოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში