Aa Aa
20 იანვარი 2021  |  00:37

„გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ როგორი მებრძოლები ვართ“ - დვალიშვილი UFC-ის ქართველებზე

მერაბ დვალიშვილმა Mmafighting.com-ს ინტერვიუ მისცა და What the Heck-ის ახალ ეპიზოდში რამდენიმე საინტერესო თემასთან ერთად, UFC-ის ქართველ მებრძოლებზეც ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მომენტი დგას და ყველა აღფრთოვანებულია. საქართველოსგან თანადგომა არასდროს გვაკლდა, მაგრამ ახლა უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ილია თოფურია ახალგაზრდა, წარმატებას მოწყურებული და ნიჭიერი მებრძოლია. გურამ ქუთათელაძე მთელი ცხოვრების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს. მას ცხოვრება არ აქვს და მხოლოდ ჩხუბითა და ვარჯიშით ცოცხლობს. რომან დოლიძე ჩვენი დიდი ბიჭია. გიგა ჭიკაძემ UFC-ში ხუთივე ბრძოლა მოიგო და ძალიან ნიჭიერი მებრძოლია.

UFC-ში ქალბატონიც გვყავს - ლიანა ჯოჯუა. მას აშშ-ში ჩამოსვლა უნდა და სურს, რომ აქ ივარჯიშოს. მისი მიზანია პროგრესს მიაღწიოს და UFC-ში დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. მას აუცილებლად დავეხმარები და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართველები პატრიოტი და ამაყი ხალხი ვართ. გვინდა, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ როგორი მებრძოლები ვართ და ჩვენი მიზანი საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაა“.

დვალიშვილმა კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ჯახის შესახებაც გააკეთა პროგნოზი და განაცხადა: „რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასტინ პორიეს გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ჩემი აზრით, მან წინა ბრძოლისგან ბევრი რამ ისწავლა და ახლა განსხვავებულ შერკინებას ვიხილავთ. ის უფრო ჭკვიანურად იჩხუბებს და მგონია, რომ მენტალურად ახლა უფრო ძლიერია. კონორ მაკგრეგორს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვთვლი, რომ დასტინი მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს კარიერაში 12 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და ზედიზედ 5 ბრძოლაა არ წაუგია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში