Aa Aa
19 იანვარი 2021  |  16:49

თანამშრომლობა გრძელდება - გეგეშიძეს ლიონის მერმა " ქალაქის მედალი" გადასცა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საფრანგეთის ჭიდაობის კლუბ „ლიონის“ მეგობრობა გრძელდება. ნიცაში გამართული ანრი დელანის სახელობის გრან პრის შემდეგ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან ჩერტკოევი ლიონში ჩავიდნენ და კლუბის პრეზიდენტ რამზი ჯენდუბისთან ერთად, ლიონის მერს - ჟილ გასკონს ესტუმრნენ.

რამზი ჯენდუბიმ ქართველ სტუმრები „ლიონის“ სპორტული ფორმით დაასაჩუქრა. ჟილ გასკონმა კი გეგა გეგეშიძეს გადასცა საპატიო სტუმრის ჯილდო - „ქალაქის მედალი“.

საქართველოს ჭიდაობაში მდიდარი ტრადიციები აქვს და ამ ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციასთან მეგობრობა ჩვენთვის დიდი პატივია. მოხარული ვარ, რომ დღეს ვუმასპინძლე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების პრიზიორ გეგა გეგეშიძეს და ნაკრების მწვრთნელ ლევან ჩერტკოევს. მეგობრობა გრძელდება და უფრო მყარდება. გქონდეთ ჩემი იმედი. მაქსიმალურად დაგეხმარებით პროექტის ფარგლებში, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მეც სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში“ - განაცხადა ლიონის მერმა.

თამაზ გეგეშიძე: „საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლიონთან“ მემორანდუმი 2019 წელს გააფორმა. პროექტის ფარგლებში უკვე ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეებიც იმყოფებოდნენ საფრანგეთში და ფრანგებიც გვესტუმრნენ. სასიხარულოა, რომ ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება. მადლობა კლუბის პრეზიდენტს და ლიონის მერს, გამოჩენილი ყურადღებისთვის

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში