Aa
Aa

ჩიკაგოსთან მატჩში ჯორდანს გადაასწრო - დონჩიჩის მორიგი მიღწევა

„დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ისტორიული შედეგების მიღწევას განაგრძობს. სლოვენიელმა კალათბურთელმა ამჯერად „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და აქტივში 36 ქულა, 16 მოხსნა და 15 ასისტი ჩაიწერა.

დონჩიჩმა, რომელიც NBA-ში მესამე სეზონს ატარებს, კარიერაში 29-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. ამასთან, ლუკა NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი მინიმუმ 35 ქულით, 15 მოხსნითა და 15 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

დონჩიჩს პირველ ტაიმში 30 ქულა ჰქონდა, მაგრამ მისი გუნდი მაინც უშანსოდ, 117-101 დამარცხდა. „მავერიქსმა“ ლაური მარკანენი ვერ შეაჩერა და 23 წლის ფინელმა 29 ქულასთან ერთად 10 მოხსნა დააგროვა. ზაკ ლავინმა 10 ქულა და ამდენივე ასისტი მიითვალა, ხოლო „ბულსის“ სათადარიგოთა სკამმა ჯამში 61 ქულა ჩააგდო.

„ჩიკაგოსთან“ მარცხის შემდეგ, „დალასს“ 6 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. დონჩიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მერვეა და მომდევნო მატჩი „ტორონტოს“ წინააღმდეგ ელის, „ხარების“ მომდევნო მეტოქე კი „ჰიუსტონ როქეთსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები