ჰენდერსონი:
Aa
Aa

ჰენდერსონი: "ლივერპული რაშფორდს დიდ პატივს სცემს"

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის "ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუანიტედის" შემტევზე მარკუს რაშფორდზე ისაუბრა. ჯორდანის თქმით მის კლუბში რაშფორდს დიდ პატივს სცემენ.

"პირველ რიგში მარკუსი ჩვენი მეტოქეა და ეს არ მავიწყდება, მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ "ლივერპულის" გულშემატკივრებიც ასე არიან განწყობილი მის მიმართ.

რასაც რაშფორდი ბოლო 12 თვის განმავლობაში აკეთებს საოცარია. მან უამრავი პატარა შიმშილისგან იხსნა და გამოკვება. მარკუსმა საკუთარი რეპუტაცია გამოიყენა, რათა ეს ბავშვები უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ.

რობერტსონმა თქვა, რომ რაშფორდი გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც "ენფილდზე" ფეხზე წამოუდგებიან და ტაშს დაუკრავენ. შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდეს, მაგრამ მარკუსმა უნდა იცოდეს, რომ "ლივერპულში" მას ყველა პატივს სცემს.

მიხარია, რომ ინგლისის ნაკრებში ჩვენ ერთად ვთამაშობთ, მაგრამ დღეს ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ და იმედი მაქვს ის თავის საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს." - განაცხადა ჰენდერსონმა

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი საკუთარი ხარჯებით ინგლისის მასშტაბით უამრავ ბავშვს ეხმარება. ინგლისელი შემტევის დახმარებით ბავშვებმა შიმშილი დაამარცხეს. ცნობისთვის, დღეს თბილისის დროით 20:30-დან "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები