Aa Aa
17 იანვარი 2021  |  11:11

დურანტის 42 ქულა, ჰარდენის სამმაგი დუბლი და რეკორდი!

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდი ინტერესი „ბრუკლინისა“ და „ორლანდოს“ დაპირისპირებამ გამოიწვია. ამის მიზეზი ჯეიმს ჰარდენის დებიუტი იყო.

ირვინგი არ იყო და სუპერსამეული ვერ ვიხილეთ, თუმცა შეხვედრამ იმედები ნამდვილად გაამართლა. „ბრუკლინმა“ 122:115 მოიგო და დურანტი-ჰარდენის დუეტი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

„ბაბუაწვერამ“ სამმაგი დუბლი შეასრულა და NBA-ს რეკორდიც დაამყარა. 32 ქულა, 12 მოხსნა, 14 გადაცემა - სადებიუტო მატჩში სამმაგი დუბლი 30 ქულაზე მეტით გაიფორმა, რაც აქამდე ისტორიაში არავის გაუკეთებია.

რაც შეეხება კევინ დურანტს, მის ანგარიშზე 42 ქულა იყო.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ - 34 ქულა, 10 მოხსნა, 10 გადაცემა.

„ნეტსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში