Aa
Aa

"ბენზემა და ბენ არფა ჩემს სახლს თავს დაესხნენ" - დეშამის სკანდალური განცხადება

ესპანური გამოცემა MARCA სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის თქმით ერთ დროს კარიმ ბენზემა და ჰატემ ბენ არფა მის სახლს თავს დაესხნენ.

"ცხოვრებაში უამრავი რაღაც ხდება და ზოგიერთი მათგანი არასდროს გვავიწყდება. შეიძლება ისეთი მტკივნეული აღარ იყოს, მაგრამ ბოლომდე არასდროს ქრება.

საქმე მარტო კარიმ ბენზემას არ ეხება. მიუხედავად იმ მიზეზებისა, რის გამოც საფრანგეთის ნაკრებში არ ვიძახებ არის სხვა ფაქტებიც, რის გამოც ამ გადაწყვეტილებას არ ვცვლი.

კარიმი და ჰატემ ბენ არფა ერთ დღეს ჩემს სახლს და ოჯახს თავს დაესხნენ. ბენზემამ უამრავი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ამ ყველაფრის გამო მე მათ სასამართლოში ვუჩივლე, მაგრამ სასამართლომ ჩემი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ვერცერთ მათგანი ჩემი მოღვაწეობის პერიოდში საფრანგეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს." - განაცხადა დეშამმა

შეგახსენებთ, რომ "რეალის" "ცხრიანი" 2015 წელს ვალბუენასთან მომხდარი ინციდენტის გამო ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს ეხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ბენზემა ვალბუენას ფულის გადახდას აიძულებდა, რათა ხსენებული ვიდეო მასალა არ გასაჯაროებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები