Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  11:55

"იმედგაცრუებული ვარ" - კიზი AUS OPEN-ზე ვერ ითამაშებს

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას ქალთა რეიტინგის მე-16 ნომერი, მედისონ კიზი გამოაკლდა. ამერიკელი ჩოგბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„სამწუხაროდ, მიწევს, გაცნობოთ, რომ ავსტრალიაში გასამგზავრებლად მომზადებულს, Covid-19 დამიდასტურდა და უახლოეს კვირებში კორტზე გასვლას ვერ შევძლებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჯერ კიდევ წინასასეზონო არდადეგებისას დავიწყე ვარჯიში, რათა ავსტრალიურ ტურნირებში მონაწილეობა მიმეღო.

ამჟამად სახლში ვიმყოფები და თვითიზოლაციის წესებს ვიცავ. სავარაუდოდ, საჩოგბურთო ტურნირებს მომავალი თვიდან დავუბრუნდები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. იყავით ფრთხილად და ჯანმრთელად“.

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 8 თებერვალს დაიწყება და 21 რიცხვში მამაკაცთა ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები