დოჰას მასტერსი - ღვინიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

დოჰას მასტერსი - ღვინიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე  ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი ნედერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა.

ღვინიაშვილმა დოჰას ტატამაზე ფინალამდე 4 შეხვედრა გამართა და ოთხივეში იმარჯვა.

ქართველმა ფალავანმა შვედ მარკუს ნიმანს,იაპონელ სოიჩირო მუკაის, გერმანელ ედუარდ ტრიპლესა და თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზიანგს მოუგო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელილაშა ბექაური გახდა. მედლისთის ბრძოლაში ბექაურმა მიჰაელ ზიანგი იპონით დაამარცხა.

დღესვე 100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს,რომელიც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. გუშინ ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა,ხოლო ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები