Aa Aa
13 იანვარი 2021  |  15:34

რუსეთის მწვრთნელი - "საქართველოსთან ექსპერიმენტებს არ ვგეგმავ"

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოში ჩამოსვლამდე ეროვნული გუნდი შეკრებაზე სოჭში წაიტყავანა.

უელსელმა სპეციალისტმა რაგბის კავშირის ოფიციალუ ვებ გვერდს კომენტარი მისაცა.

„საქართველომ მინი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და დიდი გამოცდილება მიიღო. გამოჩნდა,რომ „ბორჯღალოსნები“ თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ. მათთან ექსპერიმენეტების ჩატარებას არ ვაპირებ. დიახ ცვლილებები იქნება. გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები,რომელბიც ამ მატჩით ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. რაც უფრო მეტ მსგავს შეხვედრას გავმართავთ,მით უფრო გავიზარდებით ჩვენც. - განაცხადა ჯონსმა.

საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა თბილისში, 6 ან 7 თებერვალს ჩატარდება. ისტორიის განმავლობაში „ბორჯღალოსნები“ „დათვებს“ 23-ჯერ დაუპირისპირდნენ და 21-ჯერ დაამარცხეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.

გამონაკლისი მხოლოდ 1993 წელს პოლონეთში გამართული მატჩი გამოდგა, რომელიც რუსებმა მოიგეს, 2002 წელს "დინამო არენაზე" ჩატარებული დაპირისპირება კი ფრედ - 12:12 დასრულდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში