Aa
Aa

NBA-ში კორონავირუსის გამო კიდევ 2 მატჩი გადაიდო - დალასში ეპიდაფეთქებაა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით კიდევ 2 შეხვედრა გადაიდო. გამთენიისას „ნიუ ორლეან პელიკანსისა“ და „დალას მავერიქსის“ მატჩი, ხოლო ხვალ „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო, მაგრამ Covid-19-ის პროტოკოლის გამო ზომების მიღება გახდა საჭირო.

„კელტების“ რიგებში კორონავირუსი ჯეისონ ტეიტუმს დაუდასტურდა და „ბოსტონის“ მონაწილეობით უკვე მეორე მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალა. „პელიკანსისა“ და „მავერიქსის“ ჯახს რაც შეეხება, მისი გადადების მიზეზი ტექსასელთა რიგებში გავრცელებული კორონავირუსი გახლავთ.

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, „დალასში“ Covid-19 ერთბაშად 4 კალათბურთელს დაუდასტურდა. მათი ვინაობა ცნობილი არაა, თუმცა იწერება, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მაქსი კლებერია.

„დალასისა“ და „ბოსტონის“ გარდა, პრობლემები „ფილადელფიასა“ და „მაიამისაც“ აქვთ. „სევენთი სიქსერსს“ Covid-19-ის პროტოკოლის გამო რამდენიმე საკვანძო კალათბურთელი აკლია, ფლორიდელთა მხრიდან კი ახლახან იზოლაციაში 8 მოთამაშე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები