Aa
Aa

"მადლობა" - ჩომახიძემ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დატოვა

რევაზ ჩომახიძემ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფიციალურმა გევრდმა გვამცნო.

ჩომახიძე ჩვენს ეროვნულ გუნდს 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ისტორიული წარმატების მიღწევაში დაეხმარა - საქართველომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა.

"ბატონო რეზო, მადლობა შრომისთვის და ბრძოლისთვის! რეზო ჩომახიძე კვლავ რჩება ქართული წყალბურთის სამსახურში და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს. საქართველოს 15-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება", - ვკითხულობთ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის "ფეისბუქის" გევრდზე.

ჩომახიძე ბოლო წლების განმაბლობაში ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა, თუმცა დინამოელთა თავკაცის თანამდებობაც დატოვა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ლეგენდარული წყალბურთელი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები