საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მარკო როსი
Aa
Aa

„სამი რთული მეტოქე შეგვხვდა“ | უნგრეთის ნაკრების თავკაცის შეფასება ერთა ლიგის ჯგუფზე

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა. უნგრეთის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა და როსის თქმით, მის გუნდს სამი რთული მოწინააღმდეგე შეხვდა (საქართველო, უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია).

„ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, ისეთი რთული არ არის, როგორიც ერთა ლიგის წინა ტურნირზე A ლიგის ჯგუფი იყო, თუმცა სამი ძალიან რთული მეტოქე გვყავს, რომელთა წინააღმდეგაც განსაკუთრებით მძიმე მატჩები გველოდება.

ჩვენს ორ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა გაზაფხულზე გაარკვევენ, შეძლებენ თუ არა მუნდიალზე ასპარეზობას. საერთაშორისო დონეზე მარტივი მატჩები არ არსებობს, ამიტომ ერთა ლიგის არც ერთი შეხვედრა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა განვითარება განაგრძოს.“

ცნობისთვის, ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და სხვები | ყველაზე რთული გვარების მქონე მოთამაშეები TNT Sports-ისგან
კვარა და სხვები | ყველაზე რთული გვარების მქონე მოთამაშეები TNT Sports-ისგან