ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და სხვები | ყველაზე რთული გვარების მქონე მოთამაშეები TNT Sports-ისგან

12 თებერვალს ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი 25 წლის გახდა. „კვარას“ დაბადების დღეს, TNT Sports-ის ბრაზილიურმა არხმა გადაწყვიტა, ყველაზე რთულად გამოსათქმელი გვარების მქონე ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეედგინა.

TNS Sports-მა კარში რომან ვაიდენფელერი დააყენა. დაცვის ხაზში ლუკას პიშჩეკი, ტობი ალდერვეირელდი, კევინ გროსკროიცი და სოკრატის პაპასტატოპულოსი მოხვდნენ. ნახევარდაცვა ასე გამოიყურება: ბასტიან შვაინშტაიგერი, კარნი ჩუკვუემეკა, დომინიკ სობოსლაი.

კვარაცხელია მარცხენა გარემარბის პოზიციაზეა გამწესებული. ცენტრში რობერტ ლევანდოვსკი დგას, რაც ცოტათი მოულოდნელია. მარჯვენა ფლანგი კი იაკუბ ბლაშიკოვსკიმ დაიკავა.

ცნობისთვის, 25 წლის კვარაცხელიას მოგებული აქვს: იტალიის სერია A, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჭკვიანი, სწრაფი და დისციპლინირებულია“ - ესპანური პრესა გულიაშვილზე
    „ჭკვიანი, სწრაფი და დისციპლინირებულია“ - ესპანური პრესა გულიაშვილზე