Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" ყველა 1/8 ფინალისტი ცნობილია!

"ჩემპიონთა ლიგის" მე-6 ტურის შემდეგ, 1/8 ფინალში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. 

პირველი ადგილით შემდეგ ეტაპზე "არსენალი", "ნაპოლი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მონაკო", "დორტმუნდი", "ლესტერი" და "იუვენტუსი" გავიდნენ. 

ჯგუფებში მეორე პოზიცია კი, "პარი სენ ჟერმენმა", "ბენფიკამ", "სიტიმ", "ბაიერნმა", "ლევერკუზენმა", "რეალმა", "პორტომ" და "სევილიამ" დაიკავეს.

ხოლო რაც შეეხება მე-3 ადგილსა და შესაბამისად, "ევროპის ლიგაზე" გამსვლელ გუნდებს, აღნიშნული საგზური "ლუდოგორეცს", "ბეშიქთაშს", "გლადბახს", "როსტოვს", "ტოტენჰემს", "ლეგიას", "კოპენჰაგენსა" და "ლიონს" ხვდათ.

ფლეი-ოფის კენჭისყრა 12 დეკემბერს ჩატარდება.   

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები