Aa Aa
30 დეკემბერი 2020  |  14:09

"ჩაკვე" ნაკრებზე, ვაისზე და მისი მოედანზე დაბრუნების შესახებ საუბრობს

გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრებისა და ვლადიმირ ვაისის შესახებ ისაუბრა. „ჩაკვემ“ ასევე მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღიც გაამხილა.

გამოუყენებელი შანსი ერთა ლიგაზე:

„საქართველოს ნაკრების თამაშებისას ბელგიაში ვიყავი. ძალიან განვიცდიდი, რომ გუნდს ვერ ვეხმარებოდი. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა. დასანანია, რომ ამჯერად მიზანს ვერ მივაღწიეთ“.

ვაისის შესახებ:

„ვაისის დიდი მადლიერი ვარ. სწორედ მან მიმიწვია ნაკრებში პირველად და პირველი გოლიც მისი მწვრთნელობის დროს გავიტანე. საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია და ფეხბურთელებს კარგად იცნობს. ერთი რაც შეიძლება ვთქვა არის ის, რომ შეცვლებს აგვიანებდა.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდია. თამაშის დროს არის ხოლმე ერთი მომენტი, როცა მატჩის ბედი შესაძლოა ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტოს, მაგრამ თამაში ბევრი კომპონენტისგან შედგება. დაცვაში მწყობრად მოქმედება მნიშვნელოვანია, შეტევაში კი კარგი ურთიერთგაგება. გუნდური თამაშის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია“.

ჩაკვეტაძის თქმით, მისი აღდგენითი პროცესი უკვე მიმდინარეობს და ექიმებმა უთხრეს, რომ ის მოედანზე გასვლას თებერვლის შუა რიცხვებში შეძლებს. მარტში კი „ჩაკვე“ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წესით უნდა დაეხმაროს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში