"ტორინომ" ბელოტის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი დააწესა!
იტალიური "ტორინოს" უნიჭიერესმა ფორვარდმა, ანდრეა ბელოტიმ, კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
22 წლის იტალიის ნაკრების წევრის ანგარიშზე, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 3 საგოლე პასია.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით