კარვახალმა უხამსი ჟესტის გამო ბოდიში მოიხადა
"რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა, სერხიო რამოსის გოლის შემდეგ, "ბარსელონას" ფანების მისამართით ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო, საკუთარი "ტვიტერის" საშუალებით ბოდიში მოიხადა.
"მინდა მოვუბოდიშო ყველას და განსაკუთრებით სტადიონის იმ სექტორს, რომელთანაც ეს ჟესტი გავაკეთე. მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება". - დაწერა კარვახალმა.
მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით