თოკომ 8 ქულა ჩააგდო - ცსკა-მ მეტოქე 35 ქულით დაამარცხა
Aa
Aa

თოკომ 8 ქულა ჩააგდო - ცსკა-მ მეტოქე 35 ქულით დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მე-14 ტურში „ანადოლუ ეფესს“ გაეჯიბრა და მეტოქე 100-65 გაანადგურა. „არმიელებმა“ თურქებს შანსი არ დაუტოვეს, ყველა მეოთხედი მოუგეს და ევროლიგაში ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 17 წუთი და 10 წამი ითამაშა და ამ დროში გუნდს 8 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. თოკომ ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო, რის გამოც საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 9 წამით ადრე, პარკეტის დატოვება მოუწია.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. დარან ჰილიარდი 16 ქულით გამოირჩა, მილუტინოვმა და ჯეიმსმა კი 12 და 11 ქულა გაიფორმეს.

ცნობისთვის, ცსკა-ს 11 მოგება და 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. „არმიელებს“ მომდევნო შერკინება „ზენიტის“ წინააღმდეგ ელით, რომელიც 18 დეკემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები