დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე - იუვემ შესაძლოა პოგბას ტრანსფერში კრიშტიანუ ჩართოს
Aa
Aa

დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე - იუვემ შესაძლოა პოგბას ტრანსფერში კრიშტიანუ ჩართოს

ბრიტანულ პრესაში პოლ პოგბასა და კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ შესაძლოა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდეს.

Independent-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირება სურს და მიზნის მისაღწევად უკან დახევას არ აპირებს. „ბიანკონერი“ გეგმავს, „მანჩესტერში“ პოგბას გარშემო შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და ტრანსფერში კრიშტიანუ რონალდუ ჩართვაზეც ფიქრობს.

Independent-ის მიხედვით, დიდი შანსი არაა მოვლენები ასე განვითარდეს, თუმცა ავტორიტეტული გამოცემა ირწმუნება, რომ გამორიცხული არაფერია. ცნობისთვის, ბრიტანულ პრესაში რამდენიმე დღეა წერენ, რომ პოლ პოგბას მანჩესტერული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა და ფრანგი ფეხბურთელი გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

Sun-ის თანახმად, 27 წლის ნახევარმცველის აგენტის, მინო რაიოლას მიერ გაკეთებული განცხადება „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელთათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და „მანჩესტერის“ მესვეურებმა პოგბას გაყიდვა გადაწყვიტეს. ამ ინფორმაციას Daily Mail-იც ადასტურებს და დასძენს, რომ დიდი შანსია პოგბა „ოლდ ტრაფორდიდან" ზამთარში წავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები