ცსკა-მ ოლიმპიაკოსი დაამარცხა - შენგელიას ანგარიშზე 10 ქულაა
Aa
Aa

ცსკა-მ ოლიმპიაკოსი დაამარცხა - შენგელიას ანგარიშზე 10 ქულაა

დასრულდა ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი ცსკა-სა და "ოლიმპიაკოსს" შორის. მოსკოველებმა დიდი ანგარიშით 80:61 გაიმარჯვეს.

საინტერესო და დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო. არმიელებმა მეტოქეს 1 ქულით სძლიეს. ამის შემდეგ თორნიკე შენგელიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 10 ქულაა. შენგელიამ 2 სამ ქულიანი ჩააგდო, 1 ზუსტი პასი განახორციელა და 1 დაკარგვაც მიითვალა. თორნიკემ პარკეტზე 15 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო. ეს კი მისი გადატვირთული გრაფიკიდან იყო გამოწვეული. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში შენგელია საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა.

ეს გამარჯვება არმიელებისთვის ზედიზედ მე-7 იყო. საერთო ჯამში კი ევროლიგაზე ცსკა-მ 12 შეხვედრიდან 9 მოიგო და ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები