Aa
Aa

ბეჟანიშვილმა 15 ქულა ჩააგდო - ილინოისმა ბეილორს ვერაფერი მოუხერხა

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკმაოდ ძლიერ „ბეილორს“ დაუპირისპირდა და 13 ქულით, 82-69 წააგო.

მარცხის მიუხედავად, ბეჟანიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და აქტივში 15 ქულა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 7 ბურთი ჩააგდო და 1 სამქულიანი გამოიყენა. „ილინოისის“ რიგებში ბეჟანიშვილზე მეტი ქულა მხოლოდ აიო დოსუნმუმ დააგროვა და 18 ქულა მიითვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან 18-დან 12 სროლა გააფუჭა და პარკეტზე 38 წუთი გაატარა.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილის გუნდის ანგარიშზე 3 მოგება და 1 წაგებაა. „ილინოისს“ მომდევნო შეხვედრა 6 დეკემბერს ელის და საკუთარ კედლებში „იუთი მარტინს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები