მესის ახალი რეკორდი - ლეო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

მესის ახალი რეკორდი - ლეო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ოსასუნას" უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩში ბოლო გოლი არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის ანგარიშზეა. ლეომ მეტოქეს ულამაზესი ბურთი შეუგდო და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

მესისთვის ეს გოლი ლა ლიგაში 448-ე აღმოჩნდა და ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული ჩემპიონატებში ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. აქამდე ეს რეკორდი ჟოზეპ ბიკანს ეკუთვნოდა. ყოფილმა ფეხბურთელმა მეოცე საუკუნეში, ჩეხეთის ჩემპიონატში 447 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "ბარსელონა" მე-7 ადგილზე აღზევდა. რონალდ კუმანის გუნდს 9 თამაშის შემდეგ 14 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს კატალონიელები 5 დეკემბერს სტუმრად "კადისის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები