Aa
Aa

"მისი დარტყმები საშინელება იყო" - ტაისონისა და ჯონსის ბრძოლა ფრედ დასრულდა

გამთენიისას ლოს ანჯელესში ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა შედგა, რომელიც დაგეგმილისამებრ 8 რაუნდს გაგრძელდა და საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

ტაისონი რინგზე უფრო აგრესიული და აქტიური იყო. მისი დარტყმებიც უფრო მწვავე გახლდათ, თუმცა როგორც სოციალურ ქსელებში იწერება, მსაჯებმა მხარი მეგობრულ ფრეს დაუჭირეს და ჩვენ ორი ლეგენდის რემატჩის ხილვას შევძლებთ.

იგივე აზრზეა როი ჯონსიც. გთვაზობთ ბრძოლის შემდგომ კომენტარებს:

„მისი დარტყმები წელის არეში საშინელება იყო, მთელი ენერგია ამან გამომაცალა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ბრძოლა განმეორდეს“, - აღნიშნა ჯონსმა.

„მთავარია პუბლიკა გაერთო, ფრე კარგი შედეგია, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, - ეს კი „რკინის მაიკის“ ბრძოლისშემდგომი სიტყვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები