Aa Aa
28 ნოემბერი 2020  |  17:49

რონალდ კუმანი: "უფრო მეტი ფეხბურთელი გვჭირდება"

რონალდ კუმანმა „ოსასუნასთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციისას გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ტრანსფერებს, ფეხბურთელთა მდგომარეობას და ფინანსურ პრობლემებსაც შეეხო.

„რთული მატჩი გველის, რადგან „ოსასუნა“ დაცვაში კარგად გამოიყურება. რაც შეეხება დესტის საკითხს, ხვალ გავიგებთ ითამაშებს, თუ არა ის. დღეს ჩვეულებრივ ივარჯიშა, თუმცა ყველაფერი ხვალ უნდა გაირკვეს.

კიევში ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვითამაშეთ. ჩვენი თამაშის რიტმი მომეწონა, თუმცა გუნდზე კორონავირუსის გავლენა ძალიან დიდია, უფრო მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. ზოგიერთ პოზიციაზე ცოტა მოთამაშე გვყავს. არც იღბალი გვწყალობს.

მესიმ და დე იონგმა კარგად დაისვენეს და „ოსასუნასთან“ მათ საუკეთესო ვერსიას ველოდები.

მატჩის წინ მარადონასადმი გამოსათხოვარი ცერემონია შესანიშნავი იქნებოდა.

დროა, სატურნირო ცხრილში მოწინავე კლუბებთან სხვაობა შევამციროთ.

ალენია? ის ძალიან განვითარდა, ახალ სათამაშო სქემაში ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა. როცა ის თამაშობს, ნახევარდაცვაში რაღაცების შეცვლას ახერხებს.

ბევრი ტრავმების გამო მინგესა საკმარის შანსს მიიღებს.

როდესაც მაღალ ტემპში ვთამაშობთ კარგად გამოვიყურებით, თუმცა ზოგჯერ დაღლილობა გვეტყობა და ეს თამაშის რიტმს ამცირებს.

სტანდარტები საქმეს გვირთულებს, რადგან ბევრი მაღალი ფეხბურთელი არ გვყავს.

კარგია, რომ კლუბი და ფეხბურთელები ხელფასების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ბევრი გარემოების გამო, რაც ახლა ხდება, ჩვენ ყველანი კლუბს გვერდში უნდა ამოვუდგეთ და დავეხმაროთ. ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება კლუბისთვის უკეთესი“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში