მიქაელ ზორკი:
Aa
Aa

მიქაელ ზორკი: "ჰოლანდი დორტმუნდში დიდ ხანს დარჩება"

"დორტმუნდის ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიქაელ ზორკმმა El Chiringuito-სთან ისაუბრა და ერლინგ ჰოლანდის მომავალზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

"ვფიქრობ ერლინ ჰოლანდი ჩვენთან დიდი ხნის მანძილზე დარჩება. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ ჩვენი დადებითი ურთიერთობის და ხელშეკრულების შეწყვეტის."

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" ფორმა დღემდე 31-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის ბადე 33-ჯერ შეარხია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები