ზლატანი ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა - შეხვედრა უკვე შედგა
Aa
Aa

ზლატანი ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა - შეხვედრა უკვე შედგა

39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც ევროპული პრესა ამ საკითხთან დაკავშირებით მეტის გაგებას ცდილობს.

როგორც ცნობილი ხდება, ზლატანი შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იან ანდერსონს უკვე შეხვდა და ამ საკითხზე ისაუბრა.

„როდესაც გავიგე, რომ ზლატანი ნკარებში დასაბრუნებლად მზად იყო, მას შევხვდი და ამ თემაზე ვისაუბრეთ. კარგია, რომ ასე სწრაფად შევხვდით დ საკითხი განვიხილეთ. ამ თემაზე ჩვენი დიალოგი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“. - აღნიშნა ანდერსონმა.

იბრამ ნაკრები 2016 წელს დატოვა, თუმცა დაბრუნების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა.

შვედი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ საოცრად ასპარეზობს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზლატანის ანგარიშზე უკვე 10 გოლია. იგი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც „ლეგა კალჩოს“ სეზონის საწყის 8 მატჩში 10 გოლი შეაგდო. აქამდე რეკორდი სილვიო პიოლას ეკუთვნოდა, რომელმაც ეს 1942-43 წლების სეზონში 29 წლის ასაკში გააკეთა.

ზლატანი შვედეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - მის ანგარიშზე 116 შეხვედრაში 62 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები