მე-9 მატჩი და მე-9 წაგება - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთან დამარცხდა
დასრულდა ქალთა "ევრო 2022-ის" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და მალტას შორის. ჩვენმა ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:4 დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ ნახევარში 2 გოლი გაგვიტანეს. თავი 34 და 44-ე წუთებზე ზამიტმა და ბუგეჯამ გამოიჩინეს. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მალტელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს. თავი კვლავ ხსენებულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს და საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირეს.
ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილმა შეგირდებმა შეტევაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს. ერთადერთი შედარებით რეალური მომენტი 85-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძეს შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმა მიზანს ასცდა.
საქართველოს ქალთა ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 ჩატარებულ შეხვედრაში 9 წაგება აქვთ და ბოლო ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ და ამ საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო მატჩს, საქართველო პირველ დეკემბერს ბოსნიის ნაკრებთან თბილისში გამართავს.