ტონი ფრეიშა:
Aa
Aa

ტონი ფრეიშა: "ნეიმარი 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც არ შედის"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა დირექტორმა ტონი ფრეიშამ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავზე ნეიმარზე "კადენა სერთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ ის 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც არ შედის და გუნდში არასდროს დააბრუნებდა.

"ნეიმარი ახლა როგორც თამაშობს ის 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც არ შედის. იმ შემთხვევაში, თუ მე პრეზიდენტი გავხდები მას კლუბში არ დავაბრუნებ. ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ "ბარსელონაა" და არავიზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. "ბარსელონა" ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას." - განაცხადა ფრეიშამ

როგორც უკვე მოგახსენეთ ტონი ფრეიშა "ბარსელონას" ყოფილი დირექტორია და ხოსეპ ბარტომეუს გადადგომის შემდეგ მან საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრირა და პრეიზდენტობისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ბარსას პრეზიდენტობისთვის ლაპორტა და ვიქტორ ფონტიც იბრძვიან. აქედან გამომდინარე ფრეიშას გამარჯვების მცირე შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები