საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრები ფინეთში ჩაფრინდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრები ფინეთში ჩაფრინდა

საქართველო კალათბურთელთა ნაკრები ფინეთში ჩაფრინდა,სადაც ორ შეხვედრას გამართავს.

28 ნოემბერს ილიას ზუროსის შეგირდები მასპინძლებს დაუპირისპირდებიან,ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას.

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ანატოლი ბოისა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი

საბა ლობჯანიძე - საქართველოს ნაკრების კალათბურთელი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა,  გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს  ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის “კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და “რუეილის” წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური ბაბლის მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები