გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "მესი ჩემს გადმოსვლას საჯაროდ ითხოვდა"

ანტუან გრიზმანი კატალონიის "ბარსელონას" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ "ბლაუგრანა" მის გადაბირებას 2018 წელსაც ცდილობდა. ესპანეთში ხორხე ვალდანოს საკუთარი გადაცემა აქვს და ფრანგმა შემტევმა მადრიდის "რეალის" ყოფილ სპორტულ დირექტორთან გადაცემაში საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"2018 წელს "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი განვაცხადე და 1 წლის შემდეგ, როდესაც აქ აღმოვჩნდი გუნდს უარის გამო ბოდიში მოვუხადე. ლიონელ მესის კი დავპირდი, რომ მოედანზე წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

გუნდში მოსვლის პირველ დღეს მესის ვესაუბრე. არგენტინელმა მითხრა, რომ გასულ წელს, როდესაც არ გადმოვედი ის ძალიან გაბრაზდა და ყვიროდა, რადგან ლეო ჩემ გადმოსვლას საჯაროდ ითხოვდა. ლიონელმა ისიც მითხრა, რომ ჩემს გვერდით იქნებოდა და დამეხმარებოდა. ამას კი მე ყოველდღე ვგრძნობ.

ანტუან გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლატსმა მედიის წარმომადგენლებს სულ სხვა რამ განუცხადა. ერიკის თქმით ლიონელ მესის ფრანგი შემტევის ბარსაში გადასვლა არ გახარებია და მას ეჭვის თვალით უყურებს. ამ საკითხზე ანტუანმა ჟურნალისტებს ამომწურავი პასუხი გასცა.

ოლატსი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს. მე ის ჩემს ქორწილში დავპატიჟე და სპეციალურად არ მოვიდა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტის არანაირი სურვილი აღარ მაქვს. რასაც ერიკი ამბობს სრული სიცრუეა." - განაცხადა გრიზმანმა

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი "ბლაუგრანაში" გადასვლის შემდეგ იმ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორსაც "ატლეტიკოში" აჩვენებდა. გრიზმანი, როგორც უკვე მოგახსენეთ კატალონიაში 2019 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 57 მატჩში მიიღო მონაწიელობა და 17 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები