Aa
Aa

ჩემპიონი ძლიერდება - მარკ გასოლი ლეიკერსში ითამაშებს

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ შემადგენლობის გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებს და ხმაურიანი გაცვლა გაჩარხა.

კალიფორნიელებმა თავიანთ რიგები მარკ გასოლით შეავსეს. მათ ესპანელისთვის ბრძოლაში „დალას მავერიქსს“ აჯობეს და პირენეელ ცენტრთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. გასოლი „ლეიკერსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ESPN-ის ცნობით, ლოს ანჯელესელები გასოლის მისვლის შემდეგ გუნდიდან ჯაველ მაკგის გაშვებას გეგმავენ და დიდია შანსი, მაკგიმ კარიერა „კლივლენდ კავალიერსის“ შემადგენლობაში გააგრძელოს.

NBA-ს 2019 წლის ჩემპიონი დრაფტზე 2007 წელს სწორედ „ლეიკერსმა“ აირჩია, თუმცა მას შემდეგ ამერიკაში მხოლოდ „მემფისისა“ და „ტორონტოს“ მაისურით იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები