Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  23:34

მარცხი ისევ ნულზე - უელსმა საქართველო არ დაინდო

საქართველოს რაგბის ნაკრებმა შემოდგომის "ერთა თასის" მეორე მატჩი დაასრულა. სამწუხაროდ ლევან მაისაშვილის შეგირდები ისევ დამარცხდნენ და ისევ ნულზე. უელსმა საქართველოს 18:0 მოუგო.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე კალუმ შიდიმ საკუთარი ნაკრები საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. ამის შემდეგ მალევე დაიდო ლელო. თავი ამჯერად ლუის რის-ზამიტმა გამოიჩინა. გარდასახვა კი შიდიმ უშეცდომოდ შეასრულა.

პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა, მაგრამ 37-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს" მიქაუტაძე ტრავმის გამო გამოაკლდათ და მის ნაცვლად ჯაიანი შევიდა. ტაიმის მიწურულს თედო აბჟანდაძეს შეეძლო ამ ისტორიულ ტურნირზე ჩვენი ნაკრებისთვის პირველი ქულები მოეპოვებინა, მაგრამ მან საჯარიმო დარტყმა არაზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევრის საწყის წუთებზე შმიდიმ ისევ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში ცამეტამდე გაზარდა. ჩვენი ნაკრები ცდილობდა აქტიურობას, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა. 76-ე წუთზე რის ვებმა კიდევ ერთი ლელო დადო და საბოლოო ანგარიში 18:0 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ შიდიმ უკანასკნელი გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მესამე ტურში სტუმრად ირლანდიასთან იასპარეზებენ. მატჩი 29 ნოემბერს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში