კიდევ ერთი მედალი! - ღვინიაშვილმა ბრინჯაოსთვის შერაზადიშვილს მოუგო
Aa
Aa

კიდევ ერთი მედალი! - ღვინიაშვილმა ბრინჯაოსთვის შერაზადიშვილს მოუგო

პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალამდე ებრაელ, პოლონელ და ნიდერლანდელ მეტოქეებს დამაჯერებლად აჯობა, თუმცა ფინალში გასასვლელი ბრძოლა გამოცდილ სერბ ნემანია მაიდოვთან ვაზარით დათმო.

ბექამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა და პრიზიორთა შორის მოსახვედრად ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დაპირისპირება მოუწია. 


ღვინიაშვილი ნიკოლოზ შერაზადიშვილს კარიერაშიე მეოთხედ შეხვდა და ჯერ არც ერთი ურთიერთდაპირისპირება წაუგია. ბექამ მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი ლაშა შავდათუაშვილმა აიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლებით მკერდი ლუკა მაისურაძემ და ბექა ღვინიაშვილმა დაიმშვენეს.

ასევე ბრინჯაოს მედლების მოგების შანსი აქვთ ლევან მატიაშვილს, ვარლამ ლიპარტელიანსა და გურამ თუშიშვილს. მათი შეხვედრები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები