აღშფოთებული გულშემატკივრები - პრემიერლიგაში მოთამაშე პოსტსაბჭოელების თერთმეტეული
Aa
Aa

აღშფოთებული გულშემატკივრები - პრემიერლიგაში მოთამაშე პოსტსაბჭოელების თერთმეტეული

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 29 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგაში საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთა ქვეყნებიც წარსულში USSR-ის შემადგენლობაში შედიოდნენ.

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ თავის მკითხველს წარუდგინა გუნდი, რომელიც სწორედ ასეთი მოთამაშეებით დააკომპლექტა.

ქართველთაგან გუნდში 2 ფეხბურთელს ვხედავთ - გიორგი ქინქლაძეს (ძირითადში) და თემურ ქეცბაიას (თადარიგში).

ყველაზე ღიმილისმომგვრელი ანდრეი შევჩენკოს თადარიგში დარჩენაა. ლეგენდარული უკრაინელის ნაცვლად ძირითადში რუსებს პოგრებნიაკსა და პავლიუჩენკოს ვხედავთ.

რუსების შოვინისტობის ამბავი არახალია. მათ, თავიანთ თავს არც ამჯერად უღალატეს.

სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის ირგვლივ გულშემატკივრების აღშფოთებამაც არ დააყოვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები