''საქართველო, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება'' - ლანჩხუთის მწვრთნელმა მოგება ცეკვით აღნიშნა
Aa
Aa

''საქართველო, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება'' - ლანჩხუთის მწვრთნელმა მოგება ცეკვით აღნიშნა

2019 წლის საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გურულებმა რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთ გოლი 68-ე წუთზე „ლანჩუთის“ ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა.

სოციალურ ქსელში ''ლანჩხუთის'' მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის ემოციური მიმართვა გავრცელდა, საფეხბურთო სპეციალისტი ''ლანჩხუთის'' მოთამაშეებს ესაუბრება : ''დიდი მადლობა გოგოებს, დიდი მადლობა ქომაგებს, ჩემო ლანჩხუთო მიყვარხარ. საქართველო ეს სიყვარული და ეს გამარჯვება შენ გეძღვნება. გასულ მატჩში ფეხბურთელებს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვიმღერებდი, ''კლუჟთან'' შეხვედრამდე კი მოთამაშეებს ვუთხარი, რომ თუ მოვიგებდით ვიცეკვებდი. ასე რომ სიტყვა სიტყვაა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები