ევროპის ჩემპიონატი - მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს

პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონტმა. ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორაში ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ  დენის ვიერუს დაუპირისპრიდება.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე  სამ მეტოქეს რუსს მიხაილ პულიაევს , რუმინელი ლუჩან ბორს დუმიტრესკუსა და ფრანგ  კლიან დე ბრუშის მოუგო.

დღესვე ევროპის მოქმედი ჩემპიონი 60 კილოში ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონატს პირველი წრეში გამოეთიშა.

ჩხვიამიანმა ბულგარელ იანსლავ გერჩევთან წააგო. ასევე პირველი წრეში დამარცხდა ეთერი ლიპარტელიანი,ხოლო ტეტიანა ლევიტსკა შუკვანმა ერთი ეტაპი დაძლია და ტურნირს მეორე წრიდან დაემშვიდობა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები