Aa
Aa

„ჯორდანზე ვდომინირებდი, მას კონკურენტად არ აღვიქვამდი" - ტომასი ტრადიციას არ ღალატობს

„დეტროიტ პისტონსის“ ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, აიზეია ტომასმა მაიკლ ჯორდანის შესახებ ისაუბრა. „ზეკემ“ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და განაცხადა, რომ „ემჯეის“ კონკურენტად არ იღიქვამდა.

„ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში ჯორდანზე ვდომინირებდი. 1991 წლამდე, სანამ მაჯის ტრავმას მივიღებდი ჩემი და მაიკლის გუნდებს შორის ჩატარებულ შეხვედრებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ აშკარა უპირატესობა მქონდა და უშანსოდ ვიგებდი.

მაიკლი ჩემი კონკურენტი არასდროს ყოფილა და ჩემი ყურადღება ლარი ბერდისკენ, მეჯიქ ჯონსონისკენ, ჯულიუს ირვინგისკენ და კარიმ აბდულ-ჯაბარისკენ იყო მიპყრობილი“.

ცნობისთვის, მაიკლ ჯორდანი და აიზეია ტომასი წლების წინ პარკეტზე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ და კარგი ურთიერთობა არც ახლა აქვთ. „ზეკე“ „ემჯეის“ ყველა დროის საუკეთესოდ არ აღიარებს და საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების შანსს ხელიდან იშვიათად უშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები