პირველი ოქრო ხორვატიაში - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

პირველი ოქრო ხორვატიაში - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

ხორვატიაში მიმიდინარე ტურნირზე ტატო ფინალში შვეიცარიელ ლუკაშ ვიტვერს დაუპირისპირდა და ვაზარით იმარჯვა.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა 4 მეტოქეს, ფრანგ ჰიუგო მეტიფიოტს, აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს, იტალიელ ტიციანო ფალკონესა და უნგრელ რობერტ რაიაკაის აჯობა. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ვლადიმირ ახალკაცმა მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ტიციანო ფალკონე დაამარცხა.

დღესვე ხორვატიულ ტატამზე მედლებისთვის გელა ზაალიშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები