„ორსულობის მეშინოდა
Aa
Aa

„ორსულობის მეშინოდა" - ტაისონმა ახსნა ხელოვნურ სასქესო ორგანოს როგორ იყენებდა

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ისაუბრა, თუ როგორ იყენებდა ხელოვნურ პენისს, ე.წ whizzinator-ს, რათა დოპინგ ტესტი მოეტყუებინა. „რკინის მაიკის“ თქმით, მას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ და ხშირად იყო შემთხვევა, როცა თავიანთი შარდის სუფთა ნიმუშებს აძლევდნენ, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად გახლდათ, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა...

„უმეტეს წილად ხელოვნურ პენისში ჩემი შვილის შარდს ვასხამდი, თუმცა მახსოვს, ერთხელ, ჩემი მეუღლის შარდი გამოვიყენე და მან მითხრა: „მაიკ, გირჩევნია იმედოვნო ტესტის პასუხმა არ აჩვენოს, რომ ფეხმძიმედ ხარ“. მე კი ვუპასუხე: „ნუ ღელავ, ამიერიდან შენი შარდის ნაცვლად, ჩვენი შვილის შარდს გამოვიყენებ“.

რეალობა კი ის გახლდათ, რომ მეშინოდა ტესტს მართლა არ ეჩვენებინა, რომ ორსულად ვიყავი. თანაც მანამდე გაგებული ჰქონდა, რომ მსგავსი რამ რამდენჯერმე მომხდარა და ძალიან მეშინოდა, იგივე ვითარებაში არ აღმოვჩენილიყავი“.

ცნობისთვის, ტაისონმა აღიარა, რომ დოპინგ ტესტებისას მას უმეთვალყურეოდ ტოვებდნენ და ტესტის ჩაბარების პროცესში თვალს არ ადევნებდნენ. მაიკის თქმით, იგი ხელოვნური პენისის გამოყენებას სწორედ ამიტომ ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები