პაატა გურასპაული: ''ვალდებულები ვართ დიქსონს დავეხმაროთ''
Aa
Aa

პაატა გურასპაული: ''ვალდებულები ვართ დიქსონს დავეხმაროთ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი, რომელიც ნაკრების რიგებში ამ ეტაპზე აღარ ირიცხება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა, POSTV-ის რედაქციას დაუკავშირდა და საგანგებო განცხადება გააკეთა. დიქსონი უახლოეს პერიოდში შვილს ელოდება და ოჯახზე საზრუნავად ქვეყნის დატოვება ესაჭიროება, თუმცა ამას ვერ ახერხებს. მაიკლმა ვიზა ვერ აიღო და როგორც თავად აცხადებს, ჩინეთის საელჩოში უპატივცემულოდ და დამამცირებლად მოექცნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული CrystalSport-ს ესაუბრა.

''საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მაიკლ დიქსონს მაქსიმალურად გვერდით უდგას. ვალდებულები ვართ დიქსონს დავეხმაროთ, რადგან მან ქართული კალათბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენ საქმის კურსში სპორტის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩავაყენეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ და ვალდებულები ვართ მაიკლ დიქსონს დავეხმაროთ''.

შეგახსენებთ, დიქსონს კარიერაში „სტრასბურის“, „ნიმბურკის“, „აეკის“, „რეჯიანას“, „ბნეი ჰერზლიასა“ და „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები