Aa Aa
6 ნოემბერი 2020  |  19:56

ქუთათელაძის ჩხუბი ნომინანტთა შორის - UFC ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლას არჩევს

გასულ თვეში, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა. 18 ოქტომბერს გამართულ შერკინებაში ქართველმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მისი და გამროტის ჯახმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქუთათელაძისა და გამროტის ჩხუბი ქარდის საუკეთესო ბრძოლად სცნეს. ახლა კი ქართულ-პოლონური დაპირისპირება კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

UFC-მ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლის ორი ნომინანტი დაასახელა. ერთ-ერთი სწორედ ქუთათელაძისა და გამროტის შერკინებაა. მათ კონკურენციას კესი კენისა და კრისტიან ვუდის ჯახი უწევს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MmmaJunkie-მ გურამისა და მატეუშის შერკინება ოქტომბრის 5 საუკეთესო ბრძოლას შორის დაასახელა, თუმცა საუკეთესოს სტატუსი სწორედ კენისა და ვუდის ჩხუბს მიანიჭა.

გაზიარება:

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში